ჩინეთიდან საჰაერო რეისები გვაქვს, შესაბამისად არ ჩამოდის :
სითხეები, შამპუნები, ფხვნილები, რაიმე სახის ელემენტის შემცველი პროდუქტი, აალებადი საქონელი, როგორიცაა ალკოჰოლი ან საღებავები, თამბაქო ან თამბაქოს შემცველი პროდუქტი, მცენარის თესლები, ანტიკვარული ან ბრენდული ნივთები, ფარმაცევტული პროდუქტი, საკვები ან ტოქსიკური ნივთიერებები .
სხვა ნივთის ჩამოსვლის შემთხვევაში უკავშირდებით მაღაზიას.
თუ ნივთი ჩამოვიდა დაზიანებული (ყუთიც) და მაღაზიისგან ყუთს ჰქონდა მსხვრევადობის ნიშანი დაკრული, გვიკავშირდებით ჩვენ. კომპანია მეკო იღებს პასუხისმგებლობას აანაზღაუროს ღირებულება თუ გამოგვიგზავნით დაზიანებული ნივთისა და ყუთის ფოტოებს ნივთის ინვოისთან ერთად.
5 დღის ვადაში განვიხილავთ შემთხვევას და დაგიკავშირდებით.
განხილვისას ვითვალისწინებთ:
ჩამოსვლისას ყუთის ვიზუალურ მდგომარეობას (მოხდა თუარა ადგილზე შემჩნევა დეფექტის),
ნივთის შეფუთვას,
მომხმარებლის მიერ იქნა თუარა ფაქტის დაუყოვნებლივ შეტყობინება,
რა ტიპის სერვისით მოხდა ნივთის მიწოდება.
თურქეთიდან და ევროპიდან ამანათების ტრანსპორტირებას ვახდენთ საქართველოს მიმართულებით მხოლოდ, უკან გაგზავნოს სერვისი არ გვაქვს.
გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს პირობებს საკურიეროსთან დაკავშირებით :
· „საკურიერო“ მომსახურების არჩევას შეძლებთ დეკლარაციის შევსებისას. დეკლარაცია ისახება გზავნილის ჩვენს საწყობში მისვლიდან 24 საათის განმავლობაში.
· „საკურიერო“ სერვისით სარგებლობის საფასურს იხდით ამანათების „ჩამოსულიას“ გრაფაში ასახვისას, ჩვენი საიტის საშუალებით. (ტრანსპორტირების ღირებულებასთან ერთად)
· ყოველ რეისზე ამანათების გაცემა კურიერის საშუალებით დაიწყება სამშაბათიდან.
· მისამართის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ „გამოგზავნილი“ ამანათების სტატუსის ქვეშ მყოფ რეისზე. აუცილებლად უნდა მიუთითოს მომხმარებელმა ერთი მისამართი.
· კურიერს ამანათი მიაქვს მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ მისამართზე ორჯერ.
· კურიერები მუშაობენ ყოველ დღე კვირა დღის გარდა 7 საათამდე. მისამართზე მისვლისას კურიერს არ აქვს ვალდებულება შევიდეს სადარბაზოში.
· გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ მომხმარებელი 2 დღის განმავლობაში არ იმყოფება მის მიერ მითითებულ მისამართზე და/ან არ პასუხობს ტელეფონს, ამანათი დაბრუნდება „Meko“-ს ოფისში და მომხმარებელს შეუძლია ამანათი გაიტანოს კომპანიის ოფისიდან. თუმცა საკურიერო მომსახურებაში გადახდილი თანხა უკან არ დაბრუნდება.
· ამანათები, რომლის ღირებულაბაც გადახდილი იქნება დღის 17:00 სთ-მდე გადაეცემა საკურიეროს იმავე საღამოს და შემდეგი 2 დღის ვადაში მიეწოდება მომხმარებელს
დეკლარაციის შევსება აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რადგან საშემოსავლო საიტზე იტვირთება ინფორმაცია..
არასწორად შევსებული პირადი მონაცემებისა და დეკლარაციების გამო შესაძლოა ნივთები დაყოვნდეს საბაჟოზე,
გთხოვთ ყველამ გამოვიჩინოთ ჩვენ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და სხვის ამანათებს არ შევუქმნათ საფრთხე.
ის რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ⤵️🤝💚
1) ჩვენს საიტზე რეგისტრირდებით და გენიჭებათ ოთახის ნომერი: უნიკალური MKG კოდი,
2) რეგისტრირდებით ნებისმიერი თურქული მაღაზიის საიტზე, საიდანაც გსურთ გამოწერა და მისამართის ველში უთითებთ ჩვენი თურქეთის საწყობის მისამართს
3) აარჩევთ ნივთებს, გამოიწერთ, მათ საფასურს გადაუხდით მაღაზიას.
4) მაღაზია გაამზადებს ნივთებს და გადასცემს საკურიერო კომპანიას , რომელიც თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე (ანუ ჩვენს თურქეთის საწყობში) მიიტანს ნივთებს.
5) ჩვენი თანამშრომლები ამანათზე დატანილი MKG კოდით აგისახავენ დეკლარაციას საწყობში მიტანიდან 24 საათის განმავლობაში.
6) დეკლარაციაში სულ რაღაც 4 ველია შესავსები : რა ნივთია, რა ღირდა, რომელი მაღაზიიდანაა და სად გსურთ მიწოდება. (რეგიონში-ფოსტა, თბილისში-კურიერი ან ოფისიდან გატანა, უზნაძის 6-შია ჩვენი ოფისი 💚)
7) დეკლარაციას ავსებთ ოთხშაბათამდე, ზუსტი მონაცემებით , რათა საბაჟოზე ნივთი არ დაყოვნდეს.
8) ამანათები იგზავნება თურქეთიდან ყოველ ოთხშაბათს, მესიჯის სახით იღებთ ინფორმაციას 💕
9) ამანათების ჩამოსვლის შემდეგ კომპანია მეკოს უხდით ამანათების ტრანსპორტირების საფასურს (1კგ=4$) (არ მრგვალდება, 50 გრამი რომ იყოს იხდით პროპორციულად 50 გრამის თანხას)
10) დეკლარაციაში უთითებთ როგორ გსურთ რეისის მიღება, ერთ რეისზე ჩამოსული ამანათების ტრანსპორტირების საფასური იკრიბება და ემატება კურიერის ან ფოსტის თანხები , რომელსაც ასევე საიტიდან იხდით 💚. (კურიერი 5 ლარია თბილისში, ფოსტის მომსახურება რეგიონებში წონების მიხედვით: 0 კგ - 3.500 კგ - 5 ლ ; 3.501 კგ - 10 კგ - 9.6 ლ ; 10.001 კგ - 20 კგ - 16.8 ლ.)
ბედნიერ შოპინგს გისურვებთ 💚💚
თურქეთში მისული ამანათის დეკლარაცია ისახება საიტზე 24 საათის განმავლობაში (მისვლიდან) ..
რეისი ოთხშაბათს გამოდის ყველა კვირაში, შესაბამისად თუ დეკლარაცია არ იქნება შევსებული ხუთშაბათი დღის ბოლომდე, ნივთი ჩაითვლება დეკლარაციის არ მქონედ და დარჩება საბაჟოზე.
თუ ნივთი ამ მიზეზით დარჩა საბაჟოზე, მას მიიღებთ დეკლარაციის შევსებიდან 1 კვირაში.
თურქული საწყობის მისამართის მისაღებად, საჭიროა გაიაროთ რეგისტაცია ჩვენს საიტზე. საიტი მოგანიჭებთ როგორც თურქეთის ასევე პოლონეთის, ესპანეთისა და საბერძნეთის მისამართს.
გამოწერა შეგიძლიათ ნებისმიერი თურქული ონლაინ მაღაზიიდან და საიტიდან. კომპანია "მეკო" ახდენს ნებისმიერი ტვირთის (დაშვებული, იხილე აკრძალული ნივთების სია) უსაფრთხო და დროულ ტრანსპორტირებას თურქეთიდან საქართველოში.
თურქეთი:
1 კგ-ს ღირებულება - 4$, დაანგარიშება ხდება 0კგ-დან.
საბერძნეთი:
1კგ-ს ღირებულება - 4 ევრო.
დაანგარიშება ხდება 0კგ-დან.
წონის ღირებულების დაანგარიშება ხდება ზუსტი ფიზიკური წონით (და არა მოცულობით).
თურქეთის საწყობში მისული ამანათი 24 საათის განმავლობაში აგესახებათ პირად კაბინეტში, მიღებულ ამანათებში.
ამანათები იგზავნება ყოველ ოთხშაბათს.
გამოგზავნილი ამანათები საქართველოში ჩამოდის პარასკევს, გადის საბაჟო პროცედურებს, ხარისხდება და გაცემა იწყება კვირიდან. თუმცა ყველა კვირაში ინდივიდუალურია და გაცემასთან დაკავშირებით შეგატყობინებთ ინდივიდუალურად 💚
1. გადაამოწმეთ ამანათის სტატუსი საიტზე, რომელზეც შეიძინეთ ნივთ(ებ)ი.
2. თუ ამანათი ნამდვილად მიტანილია მისამართზე, გამოგვიგზავნეთ ამანათის ტრეკინგ კოდი და მიწოდების დეტალები, რათა შევძლოთ მისი გადამოწმება თურქეთის საწყობში.
ამანათების გატანა შესაძლებელია ოფისიდან, ყოველდღე ხუთშაბათის გარდა.
ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ საკურიერო მომსახურებით თბილისის მასშტაბით:
ტარიფი - 7 ლ.
10 კგ-დან 10 ლარი.
და საქართველოს ფოსტის მომსახურებით რეგიონებში:
ტარიფები:
0 კგ - 3.500 კგ - 5 ლ
3.501 კგ - 10 კგ - 9.6 ლ
10.001 კგ - 20 კგ - 16.8 ლ
ანგარიშსწორება და დავალიანების გადახდა ხდება საიტზე არსებული გადახდის სისტემის საშუალებით.
განბაჟებას ექვემდებარება ყველა ტვირთი რომელიც არის 300 ლარზე მეტი ღირებულების ან 30კგ-ზე მეტი წონის.ასევე გასანბაჟებლად შეიძლება ჩაითვალოს კომერციული სახის ტვირთი,რომელშიც იქნება ერთი სახეობის 3-ზე მეტი ნივთი.