დამატებულია კალათაში
meko

წესები და პირობები

 

შპს ,,მეკო“

ს.კ. 402174614

ვებ-გვერდი:  www.meko.ge

ტელ: +995 599 710 202

მისამართი: ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. N6

 

  შპს ,,მეკო“-ს და მომხმარებელს შორის

 

ერთის მხრივ შპს ,,მეკო“ ს.კ. 402174614 (შემდგომში ,,კომპანია“)

ვებ-გვერდი:  www.meko.ge            

ტელ: +995 599 710 202

მისამართი: ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. N6

 

მეორეს მხრივ მომხმარებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი (შემდგომში ,,მომხმარებელი“), რომელიც სარგებლობს ,,კომპანიის“ გადაზიდვის სერვისით და მინიჭებული აქვს მომხმარებლის ნომერი (იგივე MKG), რომელიც დაფიქსირებულია ტვირთის ჩამოსვლისას საბაჟო დოკუმენტაციაში და  ,,კომპანიის“ მონაცემთა ბაზაში

დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას და მომხმარებელი თავის მხრივ ეთანხმება მის ყველა პირობას ,კომპანიის“ საიტზე  www.meko.ge ,,გავეცანი და ვეთანხმები“ ღილაკზე დადასტურებით.

მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო, ეთანხმება, სრულად იღებს ვალდებულებას შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, რომელიც განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულებით და ვებგვერდზე www.meko.ge გამოქვეყნებული წესების ერთობლიობით .

წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს იმ  სტანდარტული პირობების ერთობლიობას, რომელსაც შპს ,,მეკო“ სთავაზობს მომხმარებელს, მომსახურების განხორციელებისას.

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი

1.1.    ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს  ,,კომპანიის“ საწყობში, მომხმარებლის სახელზე მიღებული ტვირთის საქართველოში ტრანსპორტირების მომსახურების გაწევა, რომელსაც   ,,კომპანია“ უზრუნველყოფს თავისი სახელით და მომხმარებლის ხარჯით.
1.2.    ამანათების ტრანსპორტირება ხორციელდება მხოლოდ საქართველოს მიმართულებით. მაღაზია თუ მოითხოვს დეფექტური ან არასწორად გამოგზავნილი ნივთის უკან დაბრუნებას,  ,,კომპანიის“ საშუალებით ამ სერვისით მომხმარებელი ვერ ისარგებლებს.   
1.3.    ,,კომპანიის“ ვებ-გვერდზე www.meko.ge მომხმარებლის რეგისტრაცია უფასოა და ნებაყოფლობითი.
1.4.    შპს „მეკო“ ამანათის ტრანსპორტირებას ახორციელებს კვირაში ერთხელ, შემდეგი სახელმწიფოებიდან:
-    თურქეთი;
-    საბერძნეთი;
-    ესპანეთი;
-    პოლონეთი;
-    უკრაინა.

მუხლი 2. ზოგადი დებულებები

2.1.    კომპანია მომსახურების გაწევისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
2.2.    წინამდებარე ხელშეკრულება განსაზღვრული სტანდარტული პირობებით დადებულად ითვლება მომხმარებლის მიერ შპს ,,მეკოს“ ვებ გვერდზე - www.MEKO.ge ,,გავეცანი და ვეთანხმები“ ღილაკზე დადასტურების თარიღიდან.
2.3.    ,,კომპანია“ წერილობით ინფორმაციას კონკრეტული გზავნილის შესახებ გასცემს მისი გამგზავნის, ადრესატის ან მათი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
2.4.    ,,კომპანია“ გზავნილის შესახებ ზეპირ ინფორმაციას გასცემს მხოლოდ მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, რისთვისაც აუცილებელია მომხმარებელმა წარმოადგინოს მაიდენტიფიცირებელი ნომერი, გზავნილის გამგზავნის და ადრესატის რეკვიზიტები. 
2.5.    კომპანია უფლებას იტოვებს მომხმარებლის წინასწარი ინფორმირების შემდეგ, მასთან შეთანხმების გარეშე, შეცვალოს მომსახურების მიწოდების პირობები ან შეუწყვიტოს მომხმარებელს მომსახურების მიწოდება.
2.6.    მომხმარებლის მითითების საფუძველზე არ ხდება ამანათების შეყოვნება ან დატოვება რომელიმე ქვეყნის საწყობში.
2.7.    ამანათი შეფუთული უნდა იყოს იმგვარად, რომ არ მოხდეს მისი შიგთავსის დაზიანება ტრანსპორტირების დროს. თუ გზავნილის შიგთავსს წარმოადგენს მსხვრევადი ნივთი, მისი შეფუთვა უნდა შეიცავდეს სათანადო აღნიშვნას. 
2.8.    კომპანია არ ამოწმებს საწყობში მიტანილი ტვირთის შიგთავსის მდგომარეობას.
2.9.    საქართველოს ტერიტორიაზე, კომპანიის ოფისში გზავნილის მიღებისას, კომპანია მას ინახავს არა უმეტეს 30 დღის განმავლობაში. თუ გზავნილის ოფისში მიღებიდან 30 დღის ვადაში არ მოხდა მომხმარებლის მიერ გზავნილის ჩაბარება, კომპანია იტოვებს უფლებას თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს ამანათი.
 

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

3.1.    მომხმარებელი -  პირი, რომელიც რეგისტრირებულია შპს ,,მეკოს“ ვებ გვერდზე
3.2.    კომპანია - შპს ,,მეკო“
3.3.    ამანათი/ტვირთი - გზავნილი, რომლის შიგთავსიც შეიძლება იყოს ნებისმიერი საგანი, რომლის გაგზავნა მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტებს, დადგენილ წესებს.
3.4.    კალენდარული დღე - ყველა სამუშაო და არასამუშაო დღე წელიწადში
3.5.    კომპანიის სამუშაო დღე – კვირის ყველა დღე, გარდა ხუთშაბათისა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ განსაზღვრული უქმე დღეებისა. 
3.6.    კომპანიის სამუშაო საათები - კვირის ყოველი დღე, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, გარდა ხუთშაბათისა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ განსაზღვრული უქმე დღეებისა.

მუხლი 4. მომსახურების ღირებულება და ანგარიშსწორების წესი

4.1.    ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება წონით.
4.2.    მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ,,კომპანიის“ ვებგვერდზე www.meko.ge განთავსებული ტარიფებით და დაანგარიშდება  ,,კომპანიის“ საწყობში მომხმარებლის შეკვეთის ჩაბარების დღეს  არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის აშშ დოლართან/ევროსთან გაცვლითი კურსის შესაბამისად
4.3.    სავალდებულოა გადახდა განხორციელდეს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, წინამდებარე მუხლში მითითებული გადახდის შემდეგი მეთოდებით:
4.3.1.     www.meko.ge -ს ვებ-გვერდიდან საბანკო ბარათის მეშვეობით
4.3.2.    კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით
4.3.3.    ინტერნეტ/მობაილბანკის მეშვეობით
4.4.    მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხორციელდება ტვირთის საქართველოში ჩამოტანის შემდეგ, ამანათის მომხმარებლისთის ჩაბარებამდე, წინასწარ.
4.5.    მომხმარებლის ანგარიშზე დავალიანების არსებობის შემთხვევაში, ცალკეული ამანათის გაცემა არ მოხდება დავალიანების სრულად დაფარვამდე.
4.6.    ამანათები იგზავნება არსებული მდგომარეობით.

მუხლი 5. გზავნილის მომხმარებლისთვის ჩაბარება

5.1.     მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს საკურიერო მომსახურებით თბილისის მასშტაბით და რეგიონებში, ასევე თავად უზრუნველყოს ამანათის გატანა ,,კომპანიის“ ოფისიდან.
5.2.    მიწოდების ტიპი მომხმარებელმა უნდა აირჩიოს დეკლარაციის შევსების დროს, ვებ-გვერდიდან.
5.3.    საკურიერო მომსახურებით სარგებლობისთვის აუცილებელია წინასწარ ტრანსპორტირების მომსახურების, დამატებით საკურიერო/საფოსტო მომსახურების ღირებულების, წინამდებარე ხელშეკრულების მე-7 მუხლით განსაზღვრული პირობით სარგებლობის შემთხვევაში, ასევე მითითებული ღირებულების ჩარიცხვა.
5.4.    ამანათები, რომლის ღირებულებაც გადახდილი იქნება კომპანიის სამუშაო დღის 17:00 სთ-მდე  გადაეცემა საკურიერო კომპანიას იმავე საღამოს. ამანათის მომხმარებელთან მიტანის ვადა შეადგენს საკურიერო კომპანიისთვის გადაცემიდან 2 სამუშაო დღეს.
5.5.    კურიერს ამანათი მიაქვს მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ მისამართზე.
5.6.    მისამართის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ „გამოგზავნილი“ ამანათების სტატუსის ქვეშ მყოფ რეისზე. მომხმარებელმა აუცილებლად უნდა მიუთითოს  ერთი მისამართი.
5.7.    მისამართზე მისვლამდე კურიერი დაუკავშირდება მომხმარებელს პირად გვერდზე დაფიქსირებულ მობილურის ნომერზე. თუ დაკავშირება 10 წუთის განმავლობაში ვერ მოხდა მომხმარებლის ან საკომუნიკაციო კომპანიის მიზეზით, კურიერი აბრუნებს ამანათს ოფისში,  მომხმარებელი კი ვალდებულია თვითონ უზრუნველყოს ამანათის გატანა ან განმეორებით გადაიხადოს საკურიერო მომსახურების საფასური. 
5.8.    საფოსტო სერვისი რეგიონებში ხორციელდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. რეგიონული საფოსტო მომსახურება სრულდება ამანათების მართვის გვერდიდან მომხმარებლის მოთხოვნით. 
5.9.    ამანათის მისაღებად საჭიროა მომხმარებელმა (რომლის სახელი, გვარი ან/და სახელწოდება აწერია უშუალოდ ამანათს) თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა / პასპორტი.
5.10.    მოუკითხავი ამანათი, რომელსაც გაუვა 2.9. პუნქტით განსაზღვრული შენახვის ვადა, შესაძლოა გადაეცეს სახელმწიფოს ან განადგურდეს.
5.11.    ამანათი, რომლის ჩაბარებაზეც უარი განაცხადა მომხმარებელმა, რომლის მისამართის ან/და ადრესატის მოძიებაც ვერ მოხერხდა, გადაეცემა სახელმწიფოს ან განადგურდება შენახვის 30 - დღიანი ვადის დაუცველად.

მუხლი 6. კომპანიის პასუხისმგებლობა

6.1.     კომპანიის პასუხისმგებლობის მოცულობა მომხმარებლის წინაშე განისაზღვრება პირდაპირი მატერიალური ზიანით, რომელიც მისი ბრალით (განზრახვით ან დაუდევრობით) იქნება გამოწვეული, მაგრამ არაუმეტეს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მაქსიმალური ზღვარისა. 
6.2.    მატერიალურ ზიანში არ იგულისხმება მომხმარებლის არაპირდაპირი ზარალი, მათ შორის მიუღებელი შემოსავალი. 
6.3.    გზავნილი ითვლება დაკარგულად,  თუ მის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა მისი შპს ,,მეკოს“ საზღვარგარეთ განთავსებულ ოფისში მიტანიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
6.4.    მომხმარებელი ანაზღაურების მოთხოვნისას ვალდებულია, წარადგინოს ამანათის შპს ,,მეკოს“ საწყობში მიტანის დასტური, ხელმოწერილი შპს ,,მეკოს“ წარმომადგენლის მიერ.
6.5.    ანაზღაურება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შიგთავსის დანაკლისი ან დაზიანება აღმოჩენილია ადრესატისთვის ჩაბარებამდე ან უშუალოდ ჩაბარების დროს. პრეტენზიის განმცხადებელი ვალდებულია დაამტკიცოს, რომ გზავნილის შიგთავსი არ დაკარგულა /დაზიანებულა მისთვის გადაცემის შემდეგ. 
6.6.    შპს ,,მეკო“ არ არის პასუხისმგებელი:
6.6.1.     საბაჟო ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მათ მიერ იქნება მიღებული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული გზავნილების მიმართ
6.6.2.    მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე სახელმწიფო ორგანოების მიერ გზავნილის დაკავების, განადგურების ან კონფისკაციის შემთხვევაში
6.6.3.    იმ გზავნილებზე, რომელთა ჩაუბარებლობის მიზეზი გახდა არასწორი/არასრულყოფილი ინფორმაცია
6.6.4.    დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებების დადგომის შემთხვევაში
6.6.5.    იმ ამანათებზე, რომლებიც არ მიუღია ოფისში შპს ,,მეკოს“ წარმომადგენელს/ არ არის წარმოდგენილი შპს ,,მეკოს“ ოფისში ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
6.6.6.    იმ გზავნილებზე, რომლებიც შეიცავს აკრძალულ საგნებს
6.6.7.    იმ გზავნილებზე, რომელთა გაგზავნა დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებული პირობებით, მაგრამ არ არის დაცული ასეთი პირობები
6.6.8.    თუ მომხმარებელი ანაზღაურების მიღების მიზნით მოქმედებს არაკეთილსინდისიერად

6.7.    შპს ,,მეკო“ ანაზღაურებს ზიანს შემდეგი სახით და ოდენობით:
6.7.1. ზარალის დადგომის შემთხვევაში, ასანაზღაურებელი თანხა ლიმიტირებულია პროდუქციის ღირებულებით, რაც პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტშია აღნიშნული და არ აღემატება მომხმარებლის მიერ დეკლარირებისას მითითებულ თანხას.

6.7.2.  წინამდებარე ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული პირობის არჩევის შემთხვევაში, ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება პროდუქციის ღირებულებით, რაც პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტშია მითითებული და არ აღემატება მომხმარებლის მიერ დეკლარირებისას მითითებულ თანხას
6.7.3.    აუცილებელია მომხმარებელმა წარმოადგინოს პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი, თრექინგ კოდთან ერთად.
6.7.4.    ანაზღაურება წარმოებს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში 

მუხლი 7. დაზღვევა

7.1.    ამანათის დაზღვევა შესაძლებელია მისი კომპანიის ოფისში მიღების შემდეგ, ამანათის საქართველოში გამოგზავნამდე.
7.2.    ამანათის დაზღვევის ჩართვა მომხმარებელმა უნდა აირჩიოს დეკლარაციის შევსების დროს, ვებ-გვერდიდან.
7.3.    იმისათვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს ამანათის დაზღვევა, აუცილებელია მოახდინოს მისი დეკლარირება და საზღვარგარეთ შპს ,,მეკოს“ ოფისში მიტანის შემდეგ ამანათის საქართველოში გამოგზავნამდე, კომპანიის ვებ-გვერდიდან ჩართოს ამანათის დაზღვევა. ფუნქციის ჩართვა ხდება დაზღვევის სპეციალური უჯრის მონიშვნით, თითოეული ამანათისთვის ინდივიდუალურად. 
7.4.    დაზღვევის ღირებულება შეადგენს ამანათის ღირებულების 10%-ს და ამ თანხის დაანგარიშება და გადახდა ხდება ტრანსპორტირების ღირებულებასთან ერთად. 
7.5.    ზარალის ანაზღაურება მოხდება ამანათის დაკარგვის ან მისი შიგთავსის დაზიანების შემთხვევაში.   ზარალის ანაზღაურება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ კომპანიის ოფისში ამანათი მიიტანეს უვნებელი, ხოლო საქართველოში გაცემის დროს დაფიქსირდება მისი დაზიანება.
7.6.    კომპანია  არ ანაზღაურებს ამანათის შიგთავსის დაზიანებისას გამოწვეულ ზარალს, თუ არ შეინიშნება ამანათის გარეგნული დაზიანება.

 

მუხლი 8. განბაჟება

8.1.    ამანათები, რომელთა ჯამური ღირებულება აღემატება 300 ლარს ან აღემატება 30 კილოგრამს ან არის ერთგვაროვანი ან არის განკუთვნილი კომერციული საქმიანობისთვის, საქართველოს კანონმდებლობით ექვემდებარება განბაჟებას
8.2.    განსაბაჟებელი ამანათების დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს კომპანიის უფლებამოსილი პირი-დეკლარანტი.
8.3.    განსაბაჟებელი ამანათების დოკუმენტაციის მომზადების თანხა კომპანიის მხრიდან განისაზღვრება 10 ლარით თითოეულ დეკლარაციაზე.
8.4.    იმ შემთხვევაში, თუ ნივთი ექვემდებარება განბაჟებას, ინვოისის ატვირთვა დეკლარირებისას სავალდებულოა.
8.5.    ტრანსპორტირების თანხის გადახდა სავალდებულოა იმ შემთხვევაშიც, თუკი მომხმარებელი ვერ წარადგენს განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციას და ამანათების გადაცემა მოხდება სახელმწიფოზე.
8.6.    იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააკისრებს საჯარიმო სანქციას  კომპანიას, მომხმარებლის მიერ მომსახურების პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (მაგ.: პროდუქციის არასრული ან არაზუსტი დეკლარირება),  კომპანია უფლებას იტოვებს აღნიშნული ჯარიმის გადახდა დააკისროს მომხმარებელს.
8.7.    ამანათები, რომელთა იდენტიფიცირებას (ოთახის ნომრის ან თრექინგ კოდის ან სახელის / გვარის გარეშე/არასწორი სახელით და გვარით) საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას ვერ მოხდენს კომპანია,  დაექვემდებარება სახელმწიფოსათვის გადაცემას, თანახმად საბაჟო კანონმდებლობისა. 
8.8.    არაიდენტიფიცირებად ამანათებზე პრეტენზიები არ მიიღება და პასუხისმგებლობა არ დაეკისრება კომპანიას. ამასთანავე, ტრანსპორტირების თანხის გადახდაზე კომპანიის მოთხოვნის უფლება ანულირებულად ჩაითვლება. მაგალითისათვის: თუკი საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოვიდა ამანათი, რომელსაც არ გააჩნია ექაუნთის ან თრექინგ ნომერი (თუნდაც იკითხებოდეს შემკვეთის სხვა მონაცემები) ამანათი ჩაითვლება არაიდენტიფიცირებულად და გადაეცემა სახელმწიფოს 3 (სამი) დღის ვადის გასვლის შემდეგ. 
8.9.    თუკი საბაჟო საზღვარზე შემოსვლიდან მომხმარებელი 3 კალენდარული დღის განმავლობაში დააზუსტებს თრექინგ კოდს და ექაუნთის ნომერს ამანათების მართვის გვერდზე ან აპლიკაციაში, ამანათს მიენიჭება იდენტიფიცირებულის სტატუსი.

მუხლი 9. ამანათის დეკლარირება

9.1.      სავალდებულოა კომპანიის ვებ–გვერდზე დეკლარაციის შევსება (ნივთის გამომგზავნის, ნივთის დასახელების, ნივთის სახეობის და ფასის მითითება).
9.2.    კომპანია არ არის პასუხისმგებელი დაუდეკლარირებელი ამანათების საბაჟოს მხრიდან დაყოვნებაზე.
9.3.    დაუდეკლარირებელი ამანათი შესაძლებელია შეყოვნდეს განუსაზღვრელი ვადით.
9.4.    დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.
9.5.    დეკლარაციის შევსება უნდა განხორციელდეს ამანათის საქართველოში ჩამოსვლამდე. დეკლარირების ვადის გადაცილების შემთხვევაში, ,,კომპანია“ არ არის პასუხისმგებელი საბაჟო ორგანოს მხრიდან ამანათის დაყოვნებაზე.

მუხლი 10. მომხმარებლის ვალდებულებები

10.1.    მომხმარებელი ვალდებულია:
10.1.1.     ,,კომპანიის“ მოთხოვნით დროულად მიაწოდოს მას შესაბამისი ცნობები ტვირთის შესახებ, აგრეთვე მისცეს მითითებები, რომლებიც აუცილებელია გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად, მიაწოდოს აუცილებელი ცნობები საბაჟო და სხვა მოქმედებათა შესასრულებლად. გარდა ამისა, შემკვეთმა კომპანიას უნდა გადასცეს აუცილებელი დოკუმენტები აღნიშნული ცნობების უტყუარობის დასადასტურებლად.
10.1.2.    სრულად და ჯეროვნად უზრუნველყოს მომხსახურების ღირებულების ანაზღაურება
10.1.3.    კურიერისაგან ან ოფისში ამანათის მიღებამდე გადაამოწმოს ამანათის შიგთავსი. ამანათის ჩაბარების შემდეგ პროდუქციის დაზიანების შესახებ პრეტენზიები აღარ განიხილება და   ,,კომპანია“ არ აიღებს პასუხისმგებლობას ამანათში არსებული პროდუქციის შესაძლო დაზიანებაზე ან დანაკლისზე.
10.1.4.    დროულად უზრუნველყოს დეკლარაციის შევსება და მიუთითოს ინფორმაცია სწორად და სრულყოფილად
10.1.5.    არ გაავრცელოს კომპანიის შესახებ ცრუ, ზიანის მომტანი ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში კომპანია მიმართავს სამართლებრივ ზომებს.
10.1.6.    მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ მოწოდებულ პირად, საკონტაქტო, ტვირთის შესახებ ინფორმაციის სიზუსტეზე. კომპანია შემსრულებელი არ აგებს პასუხს მომხმარებლის მიერ არასწორად მოწოდებული ინფორმაციით გამოწვეული ზიანისთვის.
10.1.7.    გაითვალისწინოს ის აკრძალვები და შეზღუდვები გზავნილის შიგთავსის მიმართ, რომელიც არსებობს საქართველოში იმპორტისას.

მუხლი 11. უსაფრთხოების სავალდებულო დამატებითი მომსახურება

11.1.    ,,კომპანია“ არ არის ვალდებული, უზრუნველყოს ამანათის შემოწმება დაზიანებაზე ან ვარგისიანობაზე.
11.2.    იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ამანათის შიგთავსის ან მისი ნაწილობრივი დაზიანება (შუშის, ეკრანის და ა.შ. გატეხვა, გაბზარვა....) და ამავე დროს გარეგნულად ამანათი დაზიანებული არ არის, მომხმარებელი ვალდებულია, მაინც გადაიხადოს ტრანსპორტირების ღირებულება და ჩაიბაროს აღნიშნული ამანათი, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას, დაუყოვნებლივ შეუწყვიტოს აღნიშნულ მომხმარებელს მომსახურება, მისი შემდგომი განუახლებლობის პირობით.
11.3.    ზარალის დადგომის შემთხვევაში, ასანაზღაურებელი თანხა ლიმიტირებულია წინამდებარე ხელშეკრულების მე-6 მუხლით. 
11.4.    კომპანიის მისამართზე მისულად ითვლება მხოლოდ ის ამანათი, რომელსაც ,,კომპანიის“ მხრიდან მინიჭებული აქვს მიტანის ,,მიღებულია“ სტატუსი და დადასტურებული იქნება შესაბამისი დოკუმენტით. დოკუმენტზე აღნიშნული უნდა იყოს უფლებამოსილი პირების  ხელმოწერა, ფურცელზე ან ელექტრონულ მოწყობილობაზე. 
11.5.    ელექტრონული მოწყობილობის კლავიატურაზე, სიმბოლოების სახით აკრეფილი ხელმოწერა არ ჩაითვლება დამადასტურებლად. ჩაბარების დოკუმენტის გამოთხოვნა შეგიძლიათ გამომგზავნისგან. გამომგზავნი კი თავის მხრივ, მოითხოვს დოკუმენტს ადგილობრივი საფოსტო კომპანიებიდან (ups, usps, fedex და ა.შ.).
 

 მუხლი 12. პროდუქცია რომლის ტრანსპორტირებაც აკრძალულია

12.1.    კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას აკრძალული პროდუქციის ტრანსპორტირებაზე ან საბაჟოს მხრიდან პროდუქციის კონფისკაციაზე.
12.2.     იმ შემთვევაში თუ მომხმარებელი გაგზავნის აკრძალულ პროდუქციას  კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის გადაცემულ მისამართზე, კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ამანათის გამომგზავნ მაღაზიასთან ან კერძო პირთან ამანათის დაბრუნებაზე. აღნიშნული დარღვევა ჩაითვლება მომსახურების პირობების დარღვევად, რაც გამოიწვევს მომსახურების უპირობო შეწყვეტას და მომხმარებლისთვის საჯარიმო სანქციების დაკისრებას, რაც განისაზღვრება ექსპედიტორი კომპანიისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობით.
 იხილეთ არძალული ნივთების ჩამონათვალი:
•    სითხე და მისი შემცველი ნივთები
•    ფხვნილი და მისი შემცველი ნივთები
•    პარფიუმერია, კოსმეტიკა (ფრჩხილის ლაქი, კრემები , მალამოები და ა.შ)
•    კოსმეტოლოგიაში გამოსაყენებელი ინვენტარი
•    მცენარეები და მცენარის თესლი, მიწა
•    ელემენტი და მისი შემცველი ნივთები
•    ელექტრონიკა, რომელიც მუშაობს ელემენტზე მაგრამ არ მოყვება ელემენტი
•    ბასრი სახის ნივთები , ცივი, ცეცხლსასროლი იარაღები და მათი ნაწილები, ასევე პნევმატური იარაღები.
•    ფეთქებადი, აალებადი, ტოქსიკური ნივთიერებები, სხვადასხვა საღებავები.
•    საკვები პროდუქცია, საკვები დანამატები, მალფუჭებადი პროდუქცია.
•    ნარკოტიკული ნივთიერება ან ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე
•    ნებისმიერი სახის მედიკამენტები.
•    ცოცხალი ცხოველები, ფრინველები, თევზები, მღრღნელენი და ა.შ.
•    ოქრო, ვერცხლი, რეალური ფული, მონეტები და ბანკნოტები.
•    ნებისმიერი სახის დატუმბული ბალონი და ნებისმიერი ზომის, სახის ელექტრო შოკერი
•    მაგნიტი, მაგნიტის შემცველი პროდუქცია
•    ფასიანი ქაღალდები
•    მოქმედი კუპიურა ან მონეტა
•    სპრეი, პულივიზატორი, დეზადორი, აეროზოლი და
•     ა.შ.;
 

 მუხლი 13. სხვა შეზღუდვები და პირობები

13.1.    ტვირთი, რომლის საფრთხეშემცველობის შესახებ არ იცოდა კომპანიამ, შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გადმოიტვირთოს, განადგურდეს ან გაუვნებელდეს ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაუკისრებლად.
13.2.    მომხმარებლის მხრიდან შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება, კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, იმიჯისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობებისა და გამონათქვამების გავრცელება, სხვა კომპანიის პირდაპირი ან ირიბი რეკლამირება, როგორც ელ–ფოსტით, ასევე ტელეფონზე, ჩათით, კომუნიკაციის ნებისმიერი არხებით, სოციალურ მედიაში კომენტირებით, გამოქვეყნებით და სხვა, გამოიწვევს მომხმარებლის ან მასთან დაკავშირებული/გამოვლენილი პირის მიმართ სერვისის დაუყოვნებლივ და უპირობო შეწყვეტას, ხოლო კომპანიის სოციალური მედიის სხვა გვერდებიდან პირის მიერ გავრცელებული ტექსტის ან კომენტარის გაუქმებას და ბლოკირებას.
13.3.     კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას საქართველოში ამანათის ტრანსპორტირებაზე, თუ პროდუქციის გამოწერისას მომხმარებელი დაუშვებს შეცდომას და მისამართს მიუთითებს არასრულად ან არასწორად. მომხმარებლის მხრიდან მისამართის ცვლილება დაუშვებელია და ის უნდა ჩაიწეროს ზუსტად ისე, როგორც მოცემულია მომხმარებლის გვერდზე.
13.4.    კომპანია ვალდებულებას იღებს კლიენტთან მხოლოდ იმ სერვისებზე, რაც აღწერილია მომსახურების პირობების გვერდზე.
13.5.    კომპანია უფლებას იტოვებს მოახდინოს მომხმარებელთან ურთიერთობის ჩაწერა და დამახსოვრება ინტერნეტის, სატელეკომუნიკაციო თუ ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების ყველა სახეობის საშუალებით, მათ შორის ელ–ფოსტით გამოგზავნილი წერილების, ჩათით ან ტელეფონით საუბრები, ფეისბუკის თუ ბლოგის კომენტარები, რაც შესაძლოა კომპანიამ გამოიყენოს მისი უფლებების დაცვის მიზნით მომხმარებელთან სასამართლო ან სხვა დავის წარმოქმნის შემთხვევაში
13.6.    მომხმარებელი ეთანხმება, რომ მის მიერ ამანათის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტები (პირადობა, პასპორტი, ბანკის ქვითარი, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც გადაზიდულ ამანათთან არის დაკავშირებული) არის უტყუარი და ამ დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს
13.7.    მომხმარებლის პირადი ინფორმაცია დაცულია. კომპანია არ გადასცემს მესამე მხარეს მომხმარებლის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას სასამართლო დადგენილების გარეშე.
13.8.    კომპანია უფლებას იტოვებს კლიენტის წინასწარი ინფორმირების შემდეგ, მასთან შეთანხმების გარეშე, შეცვალოს მომსახურების მიწოდების პირობები ან შეუწყვიტოს მომხმარებელს მომსახურების მიწოდება.
13.9.    მომხმარებლის სახელი და გვარის შეცვლა რეგისტრაციის შემდეგ აღარ ხდება, კომპანიის მხრიდან შესაბამისი ინსტრუქციების გარეშე. ინსტრუქციები გულისხმობს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას ოფისში, ელ-ფოსტაზე დადასტურებას და სხვა.
13.10.    ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად, მომხმარებლისა და კომპანიას შორის ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
13.11.    კომპანია  პასუხისმგებლობას  არ იღებს ფორსმაჟორული სიტუაციების შემთხვევაში რეისების დაგვიანებაზე (მაგ.: რთული მეტეოროლოგიური პირობები, გაუქმებული ან შეცვლილი განრიგი და ა.შ.), ასევე დღესასწაულებთან დაკავშირებულ გადატვირთვებზე  კომპანიებში.