დამატებულია კალათაში
meko

მიტანის სერვისი

მიტანის სერვისი თბილისის მასშტაბით!

მიტანის სერვისი თბილისში - 7 ლარი. 10 კგ-დან 10 ლარი. 

     გზავნილის ადგილზე მიტანის (საკურიერო) მომსახურების პირობები:

 

· „საკურიერო“ მომსახურების არჩევას შეძლებთ დეკლარაციის შევსებისას. დეკლარაცია ისახება გზავნილის ჩვენს საწყობში მისვლიდან 24 საათის განმავლობაში.

 

· „საკურიერო“ სერვისით სარგებლობის საფასურს იხდით ამანათების „ჩამოსულიას“ გრაფაში ასახვისას, ჩვენი საიტის საშუალებით. (ტრანსპორტირების ღირებულებასთან ერთად)

 

· ყოველ რეისზე ამანათების გაცემა კურიერის საშუალებით დაიწყება სამშაბათიდან.

 

· მისამართის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ „გამოგზავნილი“ ამანათების სტატუსის ქვეშ მყოფ რეისზე. აუცილებლად უნდა მიუთითოს მომხმარებელმა ერთი მისამართი.

 

· კურიერს ამანათი მიაქვს მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ მისამართზე ორჯერ.

 

· კურიერები მუშაობენ ყოველ დღე კვირა დღის გარდა 7 საათამდე. მისამართზე მისვლისას კურიერს არ აქვს ვალდებულება შევიდეს სადარბაზოში.

 

· გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ მომხმარებელი 2 დღის განმავლობაში არ იმყოფება მის მიერ მითითებულ მისამართზე და/ან არ პასუხობს ტელეფონს, ამანათი დაბრუნდება „Meko“-ს ოფისში და მომხმარებელს შეუძლია ამანათი გაიტანოს კომპანიის ოფისიდან. თუმცა საკურიერო მომსახურებაში გადახდილი თანხა უკან არ დაბრუნდება.

 

· ამანათები, რომლის ღირებულაბაც გადახდილი იქნება დღის 17:00 სთ-მდე გადაეცემა საკურიეროს იმავე საღამოს და შემდეგი 2 დღის ვადაში მიეწოდება მომხმარებელს