დამატებულია კალათაში
meko

წესები და პირობები

გადამზიდი კომპანია "მეკო" ახორციელებს ონლაინ გამოწერილი და კომერციული ტვირთის ტრანსპორტირებას თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით.

კომპანია პასუხს არ აგებს პაკეტში არსებული ნივთის რაიმე დეფექტზე, რომლის გახსნა დაუშვებელია მომხმარებლის თანხმობის გარეშე. ასეთ შემთხვევებში მომხმარებელს შეუძლია საჩივარი შეიტანოს გამყიდველის წინააღმდეგ მხოლოდ ნივთის დეფექტების გამო, პრობლემის აღმოსაფხვრელად.

იმ შემთხვევაში, თუ ამანათი(ებ)ი მომხმარებლამდე მივიდა დაზიანებულ შემთხვევაში და დაზიანება მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე კომპანია იღებს ვალდებულებას მომხმარებელს აუნაზღაუროს თანხა. მომხმარებელი ვალდებულია კომპანიის მისამართზე წარადგინოს დაზიანებული პროდუქტი და გადახდის ქვითარი. კომპანია შეამოწმებს დაზიანებ პროდუქტს და თანხის ანაზღაურება მოხდება 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
არასწორად/შეცდომით შესრულებული ტრანზაქციის შემთხვევაში, უნდა დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ელ-ფოსტაზე და შეგვატყობინებთ დაუსრულებელი ან არასწორად შესრულებული ოპერაციის შესახებ.

დეკლარაციის შეუვსებლობის გამო ამანათები დაყოვნდება საბაჟოზე 10 კალენდარული დღის მანძილზე

შპს "მეკო" იხსნის პასუხისმგებლობას  აკრძალული პროდუქციის  ტრანსპორტირებაზე.